ალტ-ინფოს რუსული კანონი | რატომ არ ენდობა საზოგადოება "ქართულ ოცნებას"

გამოქვეყნდა:

რუსული კანონი 2 - "ქართული ოცნება" ახალ პოლიტიკურ სპეცოპერაციას იწყებს. ამჯერად ხალხის ძალის ნაცვლად სახელისუფლებო კლანის კიდევ ერთი სატელიტი - ალტინფო მოქმედებს. კონსერვატიულ და პრორუსულ დაჯგუფებას შემოაქვს პარლამენტში კანონი, რომლის მიზანია, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

მმართველ კლანს სურს, დასჯადი გახადოს მაგალითად რელიგიური საკითხების კრიტიკაც კი, ან პოლიტიკური აქტივობა, რომელსაც ვინმემ, შესაძლოა, ომის პროპაგანდა დაარქვას. ამ პროექტის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ კანონის მიღება იქნება კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი დასავლეთისგან რუსეთისკენ, და "ქართულ ოცნებას" სწორედ ეს მიზანი, ევროკავშირთან დაახლოების ჩაგდება ამოქმედებს.

მმართველი პარტიის ლიდერები დღეს აცხადებდნენ, რომ არ დაუჭერენ მხარს კანონს, თუმცა ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას "ქართული ოცნების" დაპირისების არ სჯერა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი