"რეფორმები უნდა გაგრძელდეს" | ჯეიმს აპატურაის ვიზიტი თბილისში

გამოქვეყნდა:

რეფორმები უნდა გაგრძელდეს - ასეთია უსაფრთხოების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის ღია გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი. ჯეიმს აპატურაიმ, რომელიც თბილისში იმყოფება, უკვე გამართა შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებთან. აპატურაის თქმით, NATO-ს დღის წესრიგში საქართველოს საკითხი კვლავ აქტუალურია და შეშფოთებული არიან ქვეყანაში არსებული პოლარიზაციით, რომელიც რეფორმების პროცესს აფერხებს.

ჯეიმს აპატურაის ვიზიტი დაემთხვა იმ ფაქტს, რომ საქართველო არ მონაწილეობს ნატოს მასშტაბურ სწავლებაში "დამცველი 2023.'' რას უკავშირებს ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ამ ფაქტს? - იხილეთ ნინო გაზდელიანის რეპორტაჟი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი