"არ გამოვრიცხავ, რომ მოლოტოვის კოქტეილით ხელში ვიხილოთ თბილისში" | კალაძე კრამონზე

გამოქვეყნდა:

მე ის ერთეული ევროპარლამენტარის განცხადებებიც მინდა შემოვიტანო, მართლაც შეურაცხმყოფელია ის განცხადებები, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, რასაც კადრულობენ. იგივე ოპოზიციის მიტინგებზე მისვლა, იმ ქალბატონის სახელი და გვარი არ მახსოვს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ ზეგ, შეიძლება [ვიოლა ფონ კრამონი] მოლოტოვის კოქტეილის ხელში ვიხილოთ დედაქალაქში [თბილისში], არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი, რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს 2024 წელს. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, არც ეს ქალბატონი, გვარი არ მახსოვს, ვიოლა არ არის ევროპა და არც რომელიმე ევროპარლამენტარი

- თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ TV იმედის ეთერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი