
მქონდა შესაძლებლობა მედიასთან გამეკეთებინა განცხადება, რომ ვერცერთ ჩემს განცხადებას ვერ წარმოადგენენ, რომ იყოს ანტიდასავლური ან ვინმეს ან რამის წინააღმდეგ, შემდეგ გამოაქვეყნეს ის გამონათქვამები, რომელიც არის პასუხი იმ კონკრეტულ ევროპარლამენტარი შეიძლება იყოს, შეიძლება სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, რომლებიც არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რა არის დასამალი, ნაცარს გვაყრიან თვალებში და ჩვენ ვეუბნებით, მე არ შევიყრი ნაცარს თვალებში.
დღეს რომ მე ხელისუფლებაში ვარ, ეს ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილება და დამსახურება, შესაბამისად, მე, როგორც დედაქალაქის მერი, პოლიტიკოსი კახი კალაძე, ვალდებული ვარ დავიცვა ჩემი ქვეყნის ინტერესები, ჩემი ხალხის ინტერესები, შესაბამისად, როცა თეთრზე გვეუბნებიან შავია, რა თქმა უნდა, ამის გატარებას არ ვაპირებ და აბსოლუტურად გულწრფელი ვარ.
ეს კამპანია მიზანმიმართულადაა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც ქართული ოცნება არ მოსწონთ, ამ ადამიანებზე მუშაობენ, თითქოს კალაძე, ქართული ოცნება აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებას, პირიქით, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს.
- თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.