"ერთადერთი, ვის ინტერესშიც საგამოძიებო კომისიის შექმნაა, დავით კეზერაშვილია, რომ წინსწრებით გაიგოს, რაზეა საუბარი" | პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

სინამდვილეში ერთადერთი, ვის ინტერესშიც არის ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა, ეს არის თავად დავით კეზერაშვილი. საგამოძიებო კომისიას რაც შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ გამოძიებაში არსებული მასალები, საკითხები გამოიტანოს საჯაროდ, სწორედ ამის მიმართ აქვს დიდი ალბათობით ინტერესი დავით კეზერაშვილს, რომ საკითხები, რაც დღემდე ჯერ კიდევ არ არის გამოტანილი, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს, წინსწრებით გაიგოს, თუ რაზეა საუბარი, რა სავარაუდო მტკიცებულებები და ეჭვები არსებობს"

- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი