
ბერლინში 39 წლის კაცმა სკოლაში 2 მოსწავლე დაჭრა. უცხოური მედიის ცნობით, 7 და 8 წლის გოგოები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ცნობილია, რომ თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს.
მედია წერს, რომ შემთხვევა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მოხდა და ამ დროს სკოლის შენობაში 800-მდე მოსწავლე იმყოფებოდა.