
რუსეთის მოკავშირე უნგრეთის პრემიერ ორბანის კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) საქართველოს პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას მშვიდობაზე ისაუბრა.
ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქართველებმა კარგად იციან მშვიდობის ფასი "ვიცით, რა მოაქვს ომს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისათვის".
"იესო ქრისტე ამბობს სახარებაში ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. ამ ურთულეს დროში, მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობისა, ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ისტორიაში, ჩვენ პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა საქართველოში",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უნგრეთში კონსერვატიულ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.