ქობულეთის ორ სოფელს საბავშვო ბაღი არ აქვს - ენმ მუნიციპალიტეტს კორუფციაში ამხელს

გამოქვეყნდა:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს წევრი ლაშა კომახიძე, მმართველ პარტიას საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებასა და კორუფციაში ამხელს.

კომახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბაგა-ბაღების აშენების საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მიერ დადებულ ხელშეკრულებებზე ისაუბრა:

"2021 წლის 24 სექტემბერს ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე, ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და შპს "ბილდ მენეჯმენტს" შორის დაიდო ორი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც სოფ. კვირიკესა და სოფ. გვარაში 1 წლის ვადაში უნდა აშენებულიყო ბაგა-ბაღები. ტენდერების საერთო ღირებულება წარმოადგენს 2 მლნ. 930 ათას ლარზე მეტს.

მიუხედავად იმისა, რომ სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ვადები უკვე ამოწურულია, თანხის ნაწილი კი ბიუჯეტიდან გახარჯული, სოფ. კვირიკესა და სოფ. გვარას მოსახლეობა კვლავ ვერ სარგებლობს საბავშვო ბაღებით და მშობლებს აღსაზრდელების ქალაქში ან მეზობელ სოფლებში ტარება უწევთ. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს მმართველი პარტიის საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებასა და კორუფციის ნიშნებს.“ - განაცხადა ლაშა კომახიძემ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი