
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) გამოსვლისას მშვიდობის შემდეგ ერთიანობაზე ისაუბრა და თქვა, რომ გლობალური წესრიგი იცვლება, ამიტომ საჭიროა ერთიანობა.
ღარიბაშვილმა ამავე გამოსვლაში ისაუბრა, რომ საქართველოს ისტორია ქრისტიანულ ფასეულობებს ეფუძნება და თქვა: "2 000 წელია მთელს ჩვენს ისტორიასა და კულტურას სწორედ ეს ფასეულობები განსაზღვრავს".
პრემიერმა ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ ტრადიციის ერთგულება არ ნიშნავს განახლებაზე უარის თქმას, მაგრამ ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის და მაგალითად ფაშიზმის ისტორია დაასახელა.
"ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, რომ თავისუფლებას ცრუ თავისუფლების სახელით ებრძვიან, დიახ, ეს ნამდვილად ასეა. არავინ ებრძვის თავისუფლებას მონობის სახელით, არამედ ცრუ თავისუფლების, არავინ უპირისპირდება სიმართლეს სიცრუის სახელით, არამედ ყალბი სიმართლის სახელით",- თქვა ღარიბაშვილმა.