FSB-ის განცხადება ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის სპეცსამსახურების აგენტების დაკავებაზე, დეზინფორმაციაა - უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

რუსეთის FSB-ის განცხადებები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინის სპეცსამსახურების აგენტების სავარაუდო დაკავების შესახებ კიდევ ერთი მტრული დეზინფორმაციაა - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი.

იუსოვის თქმით, კრემლის ახალი ყალბი ინფორმაცია მოწმობს აშკარა ფაქტს, რომ რუსეთის რეჟიმს ეშინია უკრაინის, უკრაინის სპეცსამსახურების, კერძოდ კი დაზვერვის.

"და სწორადაც, რადგან აუცილებლად იქნება ანგარიშსწორება ყველა სამხედრო დანაშაულისთვის. მათთვის ყველაზე უსაფრთხო გზა უკრაინის მართლმსაჯულებისთვის ნებაყოფლობით ჩაბარებაა“, - ამბობს იუსოვი.

შეგახსენებთ, რუსული FSB-ს მტკიცებით, ოკუპირებულ ყირიმში უკრაინა თავდასხმებს გეგმავდა. კერძოდ კი იგეგმებოდა საოკუპაციო რეჟიმის "ხელმძღვანელების" ლიკვიდაცია. რუსეთი ამტკიცებს, რომ  ბომბის კომპონენტები ყირიმის ტერიტორიაზე თურქეთისა და საქართველოს გავლით შეიტანეს. დაკავებულია 7 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი