
საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სახელმწიფო ენის კვლევის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით კონსულტანტად "ქართული ოცნების" დეპუტატი, მაია მენაღარიშვილი დანიშნა.
მაია მენაღარიშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტის მოქმედი წევრია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადების მიხედვით, მაია მენაღარიშვილს სახელმწიფო ენის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელმძღვანელობდა სარედაქციო დეპარტამენტს, ბოლო წლებში იკავებდა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას – კურირებდა სახელმწიფო ენის მიმართულებას.