"უნდათ, გადაფარონ ქართველი სამართალდამცველების უდიდესი წარმატება" | მდინარაძე საგამოძიებო კომისიაზე

გამოქვეყნდა:

"მათ, პირველ რიგში, უნდათ, გადაფარონ ქართველი სამართალდამცველების უდიდესი წარმატება" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა და პარლამენტში ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, კომისიის შექმნის მიზანი, გამოძიებისთვის ხელშეშლაა.

"მათ, პირველ რიგში, უნდათ, გადაფარონ ქართველი სამართალდამცველების უდიდესი წარმატება და არ დაგვავიწყდეს, რომ ამაზე რთულად გამოსაძიებელი რომელი საქმე შეიძლება იყოს, ბევრის დასახელება ალბათ გაგვიჭირდება. ურთულესი საქმეა, ბევრ ქვეყანაში ამის გამოძიებას ვერც ახერხებენ. იციან, რომ არსებობს ქოლცენტრები მაგრამ ვერ ახერხებენ. ქართველ სამართალდამცველებმა ეს შეძლეს, ზოგ შემთხვევაში ჩვენს ევროპელ და სხვა მეგობრებთან და ამ ქვეყნების სამართალდამცველებთან ერთად, რიგ შემთხვევებში დამოუკიდებლად და აღმოფხვრეს უამრავი დანაშაული" - თქვა მდინარაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი