გერმანიის ბუნდესტაგმა მანდატი ამიტომ მოგვანიჭა, რომ ადგილზე გავეცნოთ ვითარებას - გერმანელი დეპუტატი

გამოქვეყნდა:

რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს ევროპული მისწრაფებები და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს -  მწერალთა სახლში ამ თემაზე დისკუსია იმართება, სადაც ბუნდესტაგის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს პოლიტიკოსები, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ხვდებიან.

მთავარი საკითხი ევროკავშირის 12 რეკომენდაციაა, რომელიც საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის აქვს შესასრულებელი. შეხვედრაზე მიწვეული იყო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თუმცა მის ნაცვლად მმართველ პარტიას მაკა ბოჭორიშვილი წარმოადგენდა. როგორც ბოჭორიშვილი ამბობს, ოცნებამ რეკომენდაციების ნაწილი უკვე შეასრულა.

"შევხვდი ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.  მათგან მოვისმინე ყველა ის პრობლემა და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ქართველი ხალხის არჩევანში, იყოს ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენ გვაქვს გარკვეული დავალებები, რომლებიც აუცილებლად შესასრულებელია და ეს მანდატიც გერმანიის ბუნდესტაგმაც ამიტომ მოგვანიჭა, რომ ადგილზე გავეცნოთ ვითარებას" - ამბობს ბუნდესტაგის დეპუტატი, კრისტიან პეტრი.

შეხვედრის მონაწილეები ოპოზიციიდან, ამბობენ, რომ რეკომენდაციები შეუსრულებელია და ქვეყანაში განსაკუთრებული პრობლემა მართლმსაჯულება, მედიის თავისუფლება და საარჩევნო გარემოა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი