
დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ კიოლნთან, მატარებელი რკინიგზის ლიანდაგზე მომუშავე ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
როგორც გერმანული მედია წერს, შემთხვევის ადგილზე მაშველები, პოლიცია და სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა.
არსებული ინფორმაციით, ხუთმა ადამიანმა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, რადგან ისინი შეესწრნენ, როგორ დაეჯახა მატარებელი მათ ორ კოლეგას.
შემთხვევა, სავარაუდოდ, რკინიგზის გადასასვლელიდან 500 მეტრში მოხდა.