საქართველოს რუსეთისკენ შემობრუნება | ღარიბაშვილის შეხვედრა პუტინის მოკავშირესთან

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური განაცხადი, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ შემობრუნებას ადასტურებს. პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს ღიად უთხრა, რომ დასავლური ღირებულებების დიდი უმრავლესობა მისთვის მიუღებელია და საქართველოს განვითარება აგებული იქნება კონსერვატიული ტრადიციების პრინციპებზე.

მთავარი, რამაც მთავრობის მეთაურის გამოსვლიდან ქართული სამოქალაქო საზოგადოება გააღიზიანა, უმცირესობის მიმართ აგრესიული მუქარა და კრემლის მიმართ მონური მორჩილების დემონსტრირება იყო. სახარებისეულ ციტატას ფარისევლურად ამოფარებული მთავრობის მეთაური დღეს მშვიდობის დამყარებითაც ამაყობდა.

ირაკლი ღარიბაშვილი აღმოჩნდა ერთადერთი სახელმწიფოს ლიდერი, რომელიც ვიქტორ ორბანის ორგანიზებულ კონფერენციაზე ჩავიდა. ევროპაში პუტინის მთავარი მოკავშირე ამიერიდან მარტო არ არის - საქართველოს მთავრობის მეთაური უკვე ღიად არის უნგრეთის ლიდერის და შესაბამისად ვლადიმერ პუტინის ბანაკში.

სხვა ევროპელმა ლიდერებმა ამ შეკრებაში მონაწილეობაზე ერთხმად თქვეს უარი. დასავლეთში კონფერენციას ფაშისტურიც კი უწოდეს და დღესაც ბევრი გამოსვლა სწორედ ფაშისტური გერმანიის ლიდერების სტილში იყო შედგენილი, მათ შორის საუბარი უმრავლესობის უფლებებზე, ჭეშმარიტ ქრისტიანულ ღირებულებებსა და ისტორიულ ტრადიციებზე.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი