ახალი დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში". ლევან ხაბეიშვილის მიერ შიდა პარტიული არჩევნების დაანონსება ყოფილი ლიდერის გაღიზიანებისა და მორიგი კონფლიქტის მიზეზი გახდა. მოქმედმა თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ პარტიაში რეგიონული ორგანიზაციების ლიდერების არჩევნები უახლოეს მომავალში დასრულდება. და ამ გეგმის გასაჯაროებას ნიკა მელიას კრიტიკა მოჰყვა - რომელიც თავის განცხადებაში წერს, რომ ახლა შიდა არჩევნები შეარყევს პარტიის მონოლითურობას.