"ძალიან გვაშფოთებს რიგი ნაბიჯები, რომელსაც [საქართველოში] ვხედავთ..." | კარპენტერი 

გამოქვეყნდა:

ეუთო-ში აშშ-ის ელჩის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, შემაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომელსაც ამერიკა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ხედავს. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი იყო ბოლოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რაც სამოქალაქო საზოგადოებისთვის აგენტის სტატუსის მიკერებას გულისხმობდა. 

როგორც კარპენტერმა "მთავარ არხთან" განაცხადა, არსებობს სხვა წუხილის სხვა მიზეზებიც:

"ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ჩვენ ამ მხარდაჭერას ვაგრძელებთ. ამავე აზრზეა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ბოლო კვლევებმაც დაადასტურა, თუმცა გულწრფელად გითხრათ, ძალიან გვაშფოთებს რიგი ნაბიჯები, რომელსაც ვხედავთ. ერთ-ერთი ასეთია მაგალითად სულ ბოლოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რაც სამოქალაქო საზოგადოებისთვის აგენტის სტატუსის მიკერებას გულისხმობდა. ამერიკამ ბევრ პარტნიორ ევროპულ ქვეყანასთან ერთად მაშინ გამოთქვა ღრმა წუხილი, ვინაიდან ეს კანონი იყო რუსული კანონის ანარეკლი. ასევე არსებობს სხვა წუხილის სხვა მიზეზებიც, მათ შორის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა მედიასთან დაკავშირებით.

ჩვენ კვლავ ვართ მოწადინებული, რომ ვიმუშაოთ ქართველ პარტნიორებთან ერთად დემოკრატიის გაძლიერებაში და მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც ქართველი ხალხის არჩევანია. მე ამ საკითხებზე ასევე ხშირად მაქვს საუბარი ჩემ ქართველ კოლეგასთან, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში" - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი