Reuters: ბელგიის პოლიციამ თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

Reuters-ი ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის პოლიციამ ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ბელგიაში თავდასხმის სხვადსხვა ვერსიას განიხილავდნენ, მაგრამ კონკრეტული სამიზნეები არ ჰქონდათ. "საუბარი იყო NATO-ს შენობაზე, მაგრამ ამ დროისთვის ეს გეგმები არ არის კონკრეტული", - განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, თითქმის ყველა ეჭვმიტანილი ჩეჩნური წარმოშობისაა. როგორც პროკურორმა განაცხადა, 
ეჭვმიტალთაგან 3 ბელგიის მოქალაქეა და ისინი ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" 
აქტიური მხარდამჭერები არიან. აღსანიშნავია, რომ მისივე ცნობით, რამდენიმე მათგანი წვრილმანი დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.

მედიის ცნობით, შვიდივე დაკავებულს, სასამართლომ, შესაძლოა, ბრალი მკვლელობის მცდელობის, ტერორისტული ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობისა და ტერორისტული თავდასხმის მომზადებისთვის წაუყენოს.

ცნობისთვის, ბრალდებულები მას შემდეგ დააკავეს, რაც ტერორიზმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში პოლიციამ დასავლეთ ფლანდრიასა და გენტში რეიდი ჩაატარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი