
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს საკმაოდ რეგულარული კონტაქტები აქვს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, - ასე დაახასიათა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ვაშინგტონსა და კიევს შორის უმაღლეს დონეზე ურთიერთქმედება.
"კომუნიკაცია პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის? ისინი რეგულარულად და ხშირად საუბრობენ", - თქვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ორი ლიდერის მომავალი დაგეგმილი საუბრის შესახებ კითხვების საპასუხოდ.
მანვე აღნიშნა: "ახლა კონკრეტულად ვერ გეტყვით, როდის აპირებენ პრეზიდენტები განმეორებით საუბარს".