
სერბეთში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებენ. კერძოდ, დანაშაული სერბეთის რამდენიმე სოფელში: დუბონაში, მალო ორაშსა და შეფშინში მოხდა.
არსებული ცნობებით, 21 წლის კაცმა 8 ადამიანი მოკლა და 13 დაჭრა. მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა მოქალაქეებს ცეცხლი მოძრავი ავტომობილიდან გაუხსნა.
ძებნის ოპერაციაში 600-მდე სამართალდამცველია ჩართული, გადაკეტილია სოფლების მისადგომები. პოლიციას თავდასხმის სავარაუდო მოტივი არ დაუსახელებია. სერბეთის ამ რეგიონში ეს არ არის მასობრივი მკვლელობის პირველი შემთხვევა. ათი წლის წინ ლუბიშა ბოგდანოვიჩმა 13 ადამიანი მოკლა სოფელ ველიკა ივანჩაში, მათ შორის ერთი ბავშვია.