პრესსამსახურის ცნობით, 9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისრტაციის მხარდაჭერით კონცერტი "ევროპისათვის" გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ნაციონალური ბალეტი - "სუხიშვილები", ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტი და მუსიკოსები: გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი, დათა მუნჯიშვილი.
კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება.