კრასნოდარში ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა, რუსეთი მომხდარს ისევ დრონით თავდასხმას აბრალებს

გამოქვეყნდა:

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ილსკის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

უწყება ისევ ამტკიცებს, რომ ხანძარი უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმამ გამოიწვია. 

მათივე ცნობით ცეცხლი მანამდე ჩაქრა, სანამ ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჯგუფი მივიდოდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ ილსკის ნავთობსაცავს ხანძარი გუშინ, 4 მაისსაც გაუჩნდა. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი