რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს, ე.წ. სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციასრუსული სამთავრობო მედია დაკავებულის ადვოკატზე, ავთანდილ ჭკადუაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ე.წ. უშიშროების სამსახური ქრისტინე თაკალანძეს "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობას" ედავება.
ადვოკატის ცნობით, თაკალანძის სასჯელის ათვლა მისი დაკავების დღიდან, 2022 წლის 20 ივლისიდან დაიწყება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ "სახელმწიფო ბრალდება" ქრისტინე თაკალანძის 13 წლით დაპატიმრებას ითხოვდა. იხილეთ ასევე: