რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში აალებადი სითხეებისა და რეზინების საწყობები იწვის

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში აალებადი სითხეებისა და რეზინების საწყობებში დიდი ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური Telegram-ზე ავრცელებს. 

უწყებამ თავდაპირველად გაავრცელა ცნობა, რომ ცეცხლი 2 000 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული, თუმცა მოგვიანებით განახლებაში თქვა, რომ ხანძარი 4 000 კვადრატულ მეტრამდე გავრცელდა. 

ხანძარმა ორი საწყობი მოიცვა და ტყესაც მოედო. უწყება დაღუპულისა და დაშავებულის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი