არ იცის ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა“, ვერ იხსენებს ჯგუფელებს და არ ამხელს ლექტორებს - შალვა თადუმაძის ხმაურიანი მოსმენა პარლამენტში

გამოქვეყნდა:

შალვა თადუმაძის დიპლომსა და განათლებაზე საკმაოდ მწვავე კამათით წარიმართა პარლამენტში გასაუბრების ეტაპი.

შალვა თადუმაძე დღეს ნიშნების ფურცელში დიდხანს ეძებდა, რა შეფასება ჰქონდა საგანში, რომელიც არასდროს უსწავლია.  მთავარმა პროკურორმა  და მთავარი მოსამართლეობის კანდიდატმა 19 წლის შემდეგ პარლამენტში აღმოაჩინა, რომ უნივერისტეტში მას საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ უკითხავდნენ.

შალვა თადუმაძე უკვე 11 საათია პარლამენტში ამტკიცებს, რომ დიპლომი რომელიც მის იურიდიულ განათლებას ადასტურებს, ნამდვილია, არ უყიდია და არც გაუყალბებია.

თადუმაძე კითხვებზე პასუხის ან თავს არიდებდა ან სხვადასხვა არგუმენტით უპასუხოდ ტოვებდა, ბოლოს ოპოზიციამ თადუმაძის კურსელებზე ძებნა გამოაცხადა.

ოპოზიცია დღეს დარწმუნდა, რომ თადუმაძეს ინსტიტუტში არ უსწავლია, ამიტომ საჯარო სხდომაზე მისი ზოგადი განათლების დონე შეამოწმა. 

შალვა თადუმაძე  მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან რიგით მერვე იყო, რომელსაც პარლამენტმა მოუსმინა. მოქმედი გენერალური პროკურორის მოსმენა ყველაზე დიდხანს გაგრძელდა და მასთან შეკითხვის დასმის უფლება ყველა ფრაქციამ გამოიყენა.

თადუმაძეს მისი ამბიციის შესახებ დღესაც არ დაუმალავს და პირდაპირ თქვა, რომ მას ქვეყნის ყველაზე მაღალი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი