
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი მიუნხენში, EPP-ის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. პეტრე ცისკარიშვილმა საქართველოში შექმნილ პრობლემებზე, ქართული ოცნების ქმედებებზე და საგარეო კურსზე ისაუბრა. ცისკარიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე და მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე
"ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს და მოგაწვდით მოკლე მიმოხილვას საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. EPP დღეს წარმოადგენს ოპოზიციას, მაგრამ ეს არ იქნება დიდი ხნის განმავლობაში. მომავალ წელს არის პარლამენტის არჩევნები და ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დაამარცხებს ქართული ოცნების არაფორმალურ მმართველობას, რომელიც დიდ ხანს არ გაგრძელდება. რატომ ვუწოდებთ ჩვენ მათ (ქართულ ოცნებას) არა ფორმალურს - იმიტომ, რომ პრემიერმინისტრი არ არის არჩეული ხალხის მიერ, ის არის ცნობილი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული. ეს კვაზი (ფსევდო) ხელისუფლება ერთი ხელით ამტკიცებს, რომ დასავლეთი არის ცუდი ტიპი, რომელსაც უნდა, რომ საქართველო ჩაითრიოს ომში, რუსეთის წინააღმდეგ, ამავე დროს კი ჩამოდის ბრიუსელში" - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა