ოდესის მერი გირაოს გადახდის შემდეგ, პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა წინასწარი პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ დატოვა.  ბრალდებული ტრუხანოვი გუშინ დააკავეს, რადგან მან არ გადაიხადა სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაო - 30,866 მილიონი გრივნა დადგენილ ვადაში, ამიტომ პროკურორმა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა.

სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 60-დღიანი პატიმრობა შეუფარდა 13,42 მილიონი უკრაინული გრივნის გადახდამდე და ვადად 5 დღე მისცა.

არსებული ინფორმაციით, გირაოს თანხა ოდესის საქალაქო საბჭოს მერის მხარდამჭერი ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა, დიმიტრი ტანციურამ გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ტრუხანოვი ერთ-ერთი ბრალდებულია ოდესის ქარხანა „კრაიანის“ საქმეზე.

უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიურო მიიჩნევს, რომ ტრუხანოვი კორუფციული სქემის ორგანიზატორია, რომლითაც 90 მილიონ გრივნაზე მეტი გაიფლანგა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი