
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, რომელშიც ჰელსინკის კომისიის წევრები შედიან ბუჩას ეწვივნენ.
დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელმა ჯო უილსონმა, კომისიის წევრმა სტივენ კოენმა და აშშ-ის ელჩმა ეუთო-ში მაიკლ კარპენტერმა ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
დაათვალიერეს რუსული სისასტიკის ამსახველი ფოტოები და გაესაუბრნენ ოკუპანტების მსხვერპლების ოჯახებს - "ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ აქ მომხდარი საშინელებების შესახებ", - თქვა დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯო უილსონმა.
მან ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დაეხმარება უკრაინას რუსების მიერ დეპორტირებული ყველა ბავშვისთვის აგოს პასუხი რუსეთმა და იმუშავებს კიევთან ოჯახების გაერთიანებისა და მსხვერპლთა დასახმარებლად.