
უკრაინის პირველი ლედი,რომელიც გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება, იმ სამხედრო ბაზას ესტურმა, რომელზეც უკრაინელი ჯარისკაცები წვრთნასა და მომზადებას გადიან. ოლენა ზელენსკასთან ერთად, სოლსბერის სასწავლო ბანაკში უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესიც იმყოფებოდნენ.
გაერთიანებულ სამეფოში წვრთნა უკვე გაიარა 14 000-ზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა, მათ შორის, 21 ქალია. ამჟამად კი მომზადებას 2 000-ზე მეტი სამხედრო გადის.