ჰელსინკისა და ჰააგის შეხვედრების შედეგად, გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა იარაღით ჩვენი ჯარისკაცებისთვის - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ჰელსინკსა და ჰააგაში გამართული შეხვედრების შედეგად, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაიზრდება

„მოხარული ვარ, რომ ვთქვა, რომ ჰელსინკისა და ჰააგის შეხვედრების შედეგად, ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ჯარისკაცებისთვის იარაღით - ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე. მადლობას ვუხდი პარტნიორებს! ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინას "NATO-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებით უფრო მეტი პროგრესი აქვს" და უფრო მეტად წაიწია წინ, რუსეთის პასუხისმგებლობის დაყენების გზაზე

„ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიეთ წინ რუსეთის პასუხისმგებლობისკენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის“, - აღნიშნა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთში 3 მაისს იმყოფებოდა, ხოლო 4 მაისს ის ნიდერლანდებში ჩავიდა, სადაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სიტყვით გამოვიდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი