გერმანული კომპანია Rheinmetall მზადაა უკრაინისთვის წელიწადში 600-700 ათასამდე ჭურვი აწარმოოს

გამოქვეყნდა:

გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall მზადაა უკრაინისთვის წელიწადში 600 000 ჭურვი აწარმოოს, - ამის შესახებ ინფორმაციას, BBC კონცერნის ხელმძღვანელმა არმინ პაპერგერმაზე დაყრდნობით ავრცელეს, რომელმაც გაზეთ Handelsblatt-სთან ისაუბრა.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირი უკრაინას წელიწადში მლნ საარტილერიო ჭურვის მიწოდებას დაჰპირდა. ევროკომისარმა ინდუსტრიის საკითხებში ტიერი ბრეტონმა თქვა, რომ  აღნიშნული დავალება სწრაფად უნდა შესრულდეს, რადგან ინტენსიური ბრძოლები გრძელდება და უკრაინის არმიას შესაძლოა საბრძოლო მასალა ამოეწუროს.

გარდა ამისა, გამოცემის ცნობით ევროპული ქვეყნებისთვის ჭურვების წარმოების გაზრდა ადვილი არ არის, რადგან  ცივი ომის დასრულების შემდეგ შეიარაღების კომპანიებმა სიმძლავრე შეამცირეს.

წარმოების აღსადგენად ევროკავშირი 500 მლნ ევროს გამოყოფს, 500 მილიონს კი ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები გასცემენ. მოგვიანებით დაგეგმილია კიდევ 1 მლრდ ევროს დახარჯვა საბრძოლო მასალის წარმოებაზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი