ოკუპანტებმა ბახმუტში ფოსფორის ბომბები ჩამოყარეს [VIDEO]

გამოქვეყნდა:

ოკუპანტებმა ბახმუტში ფოსფორის ბომბები ჩამოყარეს - ინფორმაციას დროებით ოკუპირებული მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებს და წერს, რომ ზუსტად ასე იქცეოდა რუსული არმია მარიუპოლშიც.

"ბახმუტი. ფოსფორი. მარიუპოლშიც ასე იყო. როცა ვერაფერს აკეთებენ, ფოსფორს იყენებენ", - წერს ის და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.

პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათი ქვედანაყოფები აგრძელებენ ქალაქის დაცვას.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი