ოკუპანტებმა დონბასში ქარხნები დაბომბეს

გამოქვეყნდა:

დონეცკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა რაკეტებით მასიურად დაბომბეს დონბასში მდებარე ქარხნები. კერძოდ, ცეცხლის ქვეშ მოექცა სლავიანსკისა და კრამატორსკის სამრეწველო საწარმოები.

კირილენკოს ინფორმაციით, სლავიანსკში 2 S-300 რაკეტა მოხვდა ქარხნის შენობას, კრამატორსკში კი დაზიანდა ნოვოკრამატორსკის მანქანათმშენებლობის ქარხნის ადმინისტრაციული შენობა.

თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანდა შენობები, თუმცა ყველა ღირებული ტექნიკა დროულად იქნა ევაკუირებული უკრაინის უსაფრთხო რეგიონებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი