
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 6 მაისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 193 770;
ტანკი - 3 717;
ჯავშანტექნიკა - 7 238;
საარტილერიო სისტემა - 2 992;
სარაკეტო სისტემა - 552;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 306;
თვითმფრინავები - 308;
ვერტმფრენი - 294;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -2 554;
საკრუიზო რაკეტები - 947;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 936;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
სპეციალური აღჭურვილობა - 375;