
დროებით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
რუსმა ოკუპანტებმა აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ "საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა". რუსული მედია წერს, რომ "ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა ყირიმში, კრასნოჰვარდისკის რაიონში, 8:04 საათზე, ხოლო 8:05 საათზე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ჟანკოი-კრასნოჰვარდისკში".
უკრაინული მედიის ცნობით, მოგვიანებით ყირიმის საოკუპაციო "ავტორიტეტმა“ აღნიშნა, რომ "ყირიმის ჩრდილოეთით საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა“ და, სავარაუდოდ, მსხვერპლი და არ ყოფილა.