"ვულოცავ უკრაინელებს ისტორიულ მოვლენას! ჩამოვაგდეთ მტრის "უბადლო კინჟალი" - უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშუკმა დაადასტურა, რომ 4 აპრილის ღამის თავდასხმის დროს უკრაინელმა სამხედროებმა პირველად მოახერხეს მტრის "კინჟალის“ კომპლექსის ჰიპერბგერითი რაკეტის ჩამოგდება.

"ვულოცავ უკრაინელ ხალხს ისტორიულ მოვლენას! დიახ, ჩვენ ჩამოვართვით "უბადლო კინჟალი", - აღნიშნა მან.

ოლესშუკის თქმით, "კინჟალი" პატრიოტის კომპლექსის დახმარებით ჩამოაგდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი