
ისტორიული დღე დიდ ბრიტანეთში - ქვეყანა პრინც ჩარლზის კორონაციისთვის ემზადება. 6 მაისს ვესმინსტერის სააბატოში ჩარლზი მეფის, ხოლო მისი მეუღლე კამილა დედოფლის ტიტულებს 2 000 სტუმრის თვალწინ მიიღებენ.
70 წლის შემდეგ პირველად, მეფე ჩარლზ მესამისა და დედოფალი კამილას კორონაციისთვის ემზადებიან. ეს ბრიტანეთის ისტორიაში რიგით მე-40 კორონაციაა. სამზადისი თვეებია მიმდინარეობს. პრინც ჩარლზის კორონაცია წინამორბედებთან შედარებით, ნაკლებ პომპეზური იქნება. მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და რეცესიაა.
ჩარლზ მესამე კორონაციის დროს წმინდა ედუარდის სამეფო ტახტზე ავა. სამეფო ტახტის მემკვიდრისა და მისი მეუღლის ეკიპაჟი ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერის სააბატოსკენ თანამედროვე ეტლით გაემართება. დედოფალი ელიზაბედის გარდაცვალებიდან 8 თვის შემდეგ ახალ მონარქს მეფედ ოფიციალურად აკურთხებენ. მეფის ტახტზე ასვლით ბრიტანეთში ახალი ეპოქა იწყება. მაგალითად შეიცვლება სამეფოს დროშებზე დატანილი ელისაბედ მეორეს ინიციალები.
კორონაციაზე მიწვეული არიან სხვადასხვა სახელმწიფოს პირველი პირები.სტუმრებს შორისაა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.