საქართველოში არ არსებობს საწვრთნელი ბანაკები და არ მიმდინარეობს მებრძოლების მომზადება - სუს-ი

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში ტერორისტებისა და მებრძოლების მომზადება ხდება:

"უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, საქართველოში არანაირი სახის ტერორისტული ინფრასტრუქტურა  არ არსებობს, აქ არ არსებობს საწვრთნელი ბანაკები და არ მიმდინარეობს ტერორისტებისა და მებრძოლების მომზადება. სუს-ში დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში ჩვენ მოვიპოვეთ მასშტაბური და რეზონანსული ხასიათის საგანგაშო  ინფორმაცია, რომელიც ოპერატიულად გავუზიარეთ პარტნიორებს. ინფორმაცია მივაწოდეთ თურქულ მხარესაც" განაცხადა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოავლინეს "ისლამური სახელმწიფოს" აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი