
„ქუთაისის სოციალური საცხოვრებლის რეაბილიტაციაში „რუსულმა ოცნებამ“ ოთხი მილიონი ლარი გაფლანგა, აუდიტის დასკვნით კი ორი მილიონი ლარი გამქრალია“ - აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან, კახა გაბუნიასთან ერთად ნიკეას დასახლებაში, ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდა;
„ქუთაისში „რუსულმა ოცნებამ“ სოციალური საცხოვრებელი, რომ შეეკითხოთ მათ, გაარემონტეს, ოთხი მილიონი ლარი დახარჯეს, თუმცა წყალი ჩამოდის, უკიდურესად მძიმე მდგომარეობა აქვს 80-მდე ოჯახს ამ შენობაში, სადაც „რუსულმა ოცნებამ“ ქუთაისში ოთხ მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტიდან აიღო და ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაფლანგეს, ოღონდ ამას მე კი არ ვამბობ, რომ გაიფლანგა, არამედ აუდიტმა დაწერა დასკვნა, რომ ორი მილიონი ლარი ოფიციალურად არის გამქრალი.
მიუხედავად იმისა, რომ 3-4 წელია, რაც ეს დასკვნა დადო აუდიტმა, არავის პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებია და პლუს ამას, ამ ოთხი წლის განმავლობაში, რომ აწვიმთ ამ ადამიანებს, რომ ათოვთ, ზამთარში რომ ვერ თბებიან, ნესტი რომ არის და გაუსაძლის მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება, არც ამ ხალხისთვის არაფერი არ იცვლება და წლიდან-წლამდე იხვეწებიან ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს. ცხადია, ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ საქმით, როგორც პროკურატურას დამატებითი გამოძიებისთვის მივმართავ და მოვუწოდებ, ე.წ მერს, რომ ამ ადამიანების პრობლემების დაინტერესდეს და სასწრაფოდ იქნას მოგვარებული ის პირველადი მოხმარების პრობლემა, რაც უკავშირდება სახურავს, ნესტს და არაადამიანურ გარემოს ამ სოციალურ საცხოვრებელში.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა