ბუკინგემის სასახლეში ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ბუკინგემის სასახლეში ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონია მიმდინარეობს. დღეს, 6 მაისს ვესმინსტერის სააბატოში ჩარლზი მეფის, ხოლო მისი მეუღლე კამილა დედოფლის ტიტულებს 2 000 სტუმრის თვალწინ მიიღებენ.

ჩარლზ მესამე კორონაციის დროს წმინდა ედუარდის სამეფო ტახტზე ავა. სამეფო ტახტის მემკვიდრისა და მისი მეუღლის ეკიპაჟი ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერის სააბატოსკენ თანამედროვე ეტლით გაემართება. 

ეს ბრიტანეთის ისტორიაში რიგით მე-40 კორონაციაა. სამზადისი თვეებია მიმდინარეობს. პრინც ჩარლზის კორონაცია წინამორბედებთან შედარებით, ნაკლებ პომპეზური იქნება. მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და რეცესიაა.

დედოფალი ელიზაბედის გარდაცვალებიდან 8 თვის შემდეგ ახალ მონარქს მეფედ ოფიციალურად აკურთხებენ. მეფის ტახტზე ასვლით ბრიტანეთში ახალი ეპოქა იწყება. მაგალითად შეიცვლება სამეფოს დროშებზე დატანილი ელისაბედ მეორეს ინიციალები.

კორონაციაზე მიწვეული არიან სხვადასხვა სახელმწიფოს პირველი პირები.სტუმრებს შორისაა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი