ნიჟნი ნოვგოროდში რუსი პროპაგანდისტის მანქანა ააფეთქეს - ზახარ პრილეპინი დაშავდა, მძღოლი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ააფეთქეს Audi-ის მანქანა, რომელშიც იმყოფებოდა ზახარ პრილეპინი, ცნობილი როგორც უკრაინოფობი, მწერალი, პარტია „სამართლიანი რუსეთი - ჭეშმარიტებისთვის“ წევრი.

თავისი ულტრაპატრიოტული პოზიციებით ცნობილი ზახარ პრილეპინის მანქანის აფეთქებაზე ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, პრილეპინი მძიმედ არის დაშავებული, მძღოლი კი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ძლიერი იყო და პრილეპინმა დაზიანებები ფეხის არეში მიიღო. 

რუსული მედიის ცნობით, პრილეპინი მოსკოვში დროებით ოკუპირებული დონბასიდან ბრუნდებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი