შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა ამიტომ, მოქმედების დროა -ჰერჩინსკის მიმართვა ქართულ ენაზე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩნსკიმ "ევროპის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაზე, საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა და აღნიშნა, რომ ევროპის დღეს საქართველო წელს ევროპული პერსპექტივით ხვდება, ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვება იქნება: 

"ჩვენ აქ ევროპის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ, რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი, ამიტომ, ახლა მოქმედების დროა." განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი