
აჭარის რევოლუციიდან 19 წლისთავთან დაკავშირებით, ბათუმში, ერას მოედანზე, ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს განხორციელებული პროექტები გამოფინეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის 9 წელი, რომლის დროსაც მათი თქმით ქვეყანამ წარმატებას მიაღწია.
ბათუმში იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. მისი თმით, ბათუმის შემოქმედი დღეს რუსულ ხელისუფლებას ციხეში ჰყავს დატყვევებული და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მის დასახსნელად.
ავტორი: თეა ვაშალომიძე