კორონაცია დიდ ბრიტანეთში - ისტორიული ცერემონია და მაღალი რანგის სტუმრები ვესტმინსტერის სააბატოში

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული სამეფო მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია -  დიდ ბრიტანეთს ოფიციალურად ახალი მეფე ჰყავს. 70 წლიანი პაუზის შემდეგ  ჩარლზ მესამის კორონაცია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა, რომელსაც მთელი მსოფლიოდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

მონარქად კურთხევის ცერემონიისას  წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდნენ   ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ამერიკის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, ასევე უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, საფრანგეთის პრეზიდენტი  ემანუელ მაკრონი. საქართველოს კი ბრიტანეთში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა. დღევანდელ ცერემონიაზე 2000- ზე მეტი სტუმარი იყო მოწვეული.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი