
ვაშინგტონი, ლონდონი, ბერლინი, პარიზი - ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, სადაც სავარაუდოდ ტერორისტული აქტები იგეგმებოდა. სუს-მა და კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართულმა უწყებებმა კი საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამ ტერორისტული ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა. ლილუაშვილის უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება და კიდევ რამდენიმე პირია იდენტიფიცირებული.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ გამოვლენილია "ისლამური სახელმწიფოს" აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. უწყების ცნობით, ფაქტზე დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე.
ამავე თემაზე: