
ჩარლზ III მეფედ აკურთხეს - კორონაცია უესტმინსტერის სააბატოში გაიმართა. ახალ მეფეს წმინდა ედუარდის გვირგვინი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დაადგა. დარბაზში მყოფებმა მეფისადმი პატივისცემა სიტყვებით – „ღმერთო დაიფარე მეფე“ - გამოხატეს.
ამის შემდეგ კი გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქი ტახტზე აიყვანეს.
ჩარლზ მესამის კორონაცია გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით საზეიმო ზალპებით აღნიშნეს.