
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინელი ქვეითი ჯარისკაცები დროებით ოკუპირებულ დონეცკზე, ლუგანსკსა და ყირიმზე უკრაინის დროშას აღმართავენ. ამის შესახებ სირსკიმ 6 მაისს ქვეითთა დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"ომის ბოლო წლების განმავლობაში თქვენ აჩვენეთ, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი შესაძლებელია მოვლენების თქვენს სასარგებლოდ შემობრუნება. და მაშინაც კი, სადაც მტერი რიცხობრივად ჭარბობს, შესაძლებელია უკრაინის მიწის დაბრუნება. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში უკრაინული ქვეითი ჯარი აღმართავს უკრაინის დროშას დეოკუპირებულ დონეცკზე, ლუგანსკსა და ყირიმზე." - თქვა სირსკიმ.
მისივე თქმით, თავდაცვის ძალების წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაციების განხორციელება შესაძლებელი გახდა ქვეითი ჯარისკაცების მკაფიო დისციპლინისა და პროფესიონალიზმის წყალობით.