უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 45 ჯარისკაცი გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ცნობით,რუსული ტყვეობიდან გაათავისუფლეს კიდევ  45 უკრაინელი  სამხედრო.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყველა მათგანი ეროვნული გვარდიის თანამშრომელია - 35 რიგითი და სერჟანტი, და  10 ოფიცერი.

ანდრეი ერმაკის თქმით, მათ შორის არიან ჯარისკაცები, რომლებიც მარიუპოლსა და "აზოვსტალ" იცავდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი