ირანში შვედეთ-ირანის ორმაგი მოქალაქე გაასამართლეს და დასაჯეს

გამოქვეყნდა:

ირანში სიკვდილით დასაჯეს შვედეთ-ირანის ორმაგი მოქალაქე - ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, შვედ-ირანელი დისიდენტი ბრალდებული იყო არაბული სეპარატისტული ჯგუფის ხელმძღვანელობაში. სტატიის თანახმად, ამ ჯგუფს ბრალი ედება თავდასხმებში, მათ შორის 2018 წელს სამხედრო აღლუმზე, რა დროსაც 25 ადამიანი დაიღუპა.

ჰაბიბ ფარაჯოლა ჩააბს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს "კორუმპირებულობისთვის“, რაც ირანის ისლამური კანონით, მძიმე დანაშაულია.

ირანის უზენაესმა სასამართლომ მისი სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მარტში მიიღო. ირანის სამთავრობო მაუწყებელმა IRIB-მა მისი სიკვდილით დასჯის შესახებ ცნობები დღეს გაავრცელა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი