კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მონაწილეს, 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გამოქვეყნდა:

პირს, რომელსაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში პოლიციელზე თავდასხმა ედებოდა ბრალად, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ვაშინგტონის სასამართლომ 5 მაისს გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება ამ საქმეზე ბრალდებულთა წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენთა შორის ყველაზე მკაცრი ვერდიქტია.

პიტერ შვარცს ბრალად ედება სამართალდამცველების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის გამოყენება და სკამის ჩარტყმა.

შეგახსენებთ, 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში მაშინ შეიჭრნენ, როცა კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. ტრამპის მხარდამჭერები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებდნენ და ამბობდნენ, რომ ის გაყალბდა. კაპიტოლიუმზე თავდასხმამდე, მათ დონალდ ტრამპმა სიტყვით მიმართა.

დაპირისპირების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ამავე წლის 14 იანვარს, ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით დონალდ ტრამპს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეორედ გამოუცხადა იმპიჩმენტი, თუმცა იმპიჩმენტს სენატმა მხარი არ დაუჭირა.

6 იანვრის  საქმეზე ბრალი 950 ადამიანს წაუყენეს. სასამართლოებმა 600-ზე მეტი განაჩენი უკვე გამოიტანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი